უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით ახლა მტერთან რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს.
არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთთან კომპრომისი და უკრაინის ტერიტორიების მისი მხრიდან ოკუპაცია დაუშვებელია და ოკუპანტები უკრაინიდან სრულიად უნდა გავიდნენ.
შერიგებასთან დაკავშირებით არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ამის ერთადერთი ვარიანტი რუსეთის კაპიტულაციაა.
„შერიგების ერთადერთი ვარიანტია – რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.
მისი განმარტებით, ეს არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ დიპლომატებისა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს პირობებია.
„არ იქნება ვარიანტი, სადაც ჩვენ რუსების აქ დარჩენას დავუშვებთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ, შეეცადონ შეთანხმებას, მაგრამ ვხედავთ, როგორი მრავალმხრივი პროცესები მიდის ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“, – აცხადებს არესტოვიჩი.
მისი თქმით, რომ რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის შესაძლოა, მიდიოდეს გარკვეული თამაში სამმხრივ დონეზე, ასეთ ქცევას კი არესტოვიჩი უცნაურ პოზიციად აფასებს.