LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

480
vaJa

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ოქმის ნაწილს ე. წ. КГБ აქვეუნებს.

მათ მიერ გავრცელებულ განაცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფრინდაშვილი არ საუბრობს პარტიულ კუთვნილებაზე, ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა და აღნიშნავს, რომ მან ე. წ. საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა.

ცხინვალი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მათ დაკითხვისას ვერ გაიგეს გაფრინდაშვილის დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. “მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს უსამართლობა - ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე (ვიდეო)

„ძალიან დიდი გამოცდაა სახელმწიფოსთვის რას მოიმოქმედებს და როგორ უფრო სწრაფად იმოქმედებს ვაჟას გადასარჩენად"

ოსური მედია წერს, რომ დაკავებული ექიმი საზღვრის გადაკვეთას ერთი მიზეზით არ აღიარებს –

“ის სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად , რუსეთს კი – საქართველოს მთავარ მტრად”,

წერს ოსური მედია, რომელიც ადგილობრივ უშიშროების სამსახურის ინფორმაციას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 9 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მის გასათავისუფლებმად ყველა რესურსს იყენებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g