უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსეთს სირიიდან ჯარები გამოჰყავს და უკრაინაში აპირებს გაგზავნას.
“რუსეთს სასწრაფოდ გაჰყავს ძალები სირიიდან, წერს ისრაელის მედია. მოსკოვი კარგავს პოზიციებს რეგიონში, რათა შეშა ჩააგდოს (რაც არაფერს წყვეტს) უკრაინის ომში. მაინც გეგმის მიხედვით მიდის, არა? გეგმა მშვენიერი იყო. სანდოა როგორც შვეიცარიული საათი”, – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.