LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

105
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, „რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის“.

ერდოღანი თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა და „უკრაინაში მიმდინარე ომის და რეგიონული საკითხები“ განიხილა.

„ომისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ აზრები გავცვალეთ. ბატონი პუტინი, ისევე როგორც ყველა მხარე, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას ძალიან კარგად იცნობს. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დაწყებული დიალოგის მიმართ ჩვენი მადლიერება გამოვხატეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე, მისი თქმით, „არ შეიძლება, შავი ზღვა კონფლიქტის არენად გადაიქცეს“.

„მსგავსი ვითარება რუსეთსა და უკრაინას დააზარალებს, ასევე სასარგებლო არავისთვის იქნება. შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციაა აუცილებელი“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g