პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფრენების სუბსიდირება ასეთი არგუმენტით ახსნა: “ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ”, – ამბობს ბახტაძე.
პრემიერმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი არ უკავშირდება რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის შეფერხებას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
"მთავრობა ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას 290 ლარს ჩუქნის"
მთავრობა თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან? - გოცირიძე
მთავრობის მეთაურის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, გადაწყვეტილება საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარების მიზნით მიიღო, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და ზაფხულის გატარება საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი. ოპოზიციის კრიტიკას კი მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ ინსინუაციებს უწოდებს.
“საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივის. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე”, – აცხადებს პრემიერი.