LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ დაწესებული სანქციები, არ აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე

91
D269CC6A-F608-422E-9509-F834E1A2708E-623dba352df2e

რუსეთში, გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ კომპანიების გასვლა და სანქციები მათ ცხოვრებას გააუარესებს. ინფორმაციას Forbes ავრცელებს, რომელიც წერს, რომ რუსეთში, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა. გამოკითხვაში 53 რეგიონის, 1500-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან გასვლა და დაწესებული სანქციები, არ აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე. გამოკითხულთა 25% კი ფიქრობს, რომ საერთაშორისო კომპანიების რუსული ბაზრიდან გასვლა “ძალიან არ დააზარალებს“ მათ ცხოვრებას.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის უმეტესობა, 57% თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და იციან დაწესებული სანქციების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს, უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე დაუწესეს. გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა არ იცოდა შეზღუდვების შესახებ, ხოლო 28% – საერთოდ არაა საქმის კურსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g