რუსეთში მცხოვრებ „იეჰოვას მოწმეებს“ ევროკავშირი დაიცავს. ევროკომისიამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოველებს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მსგავსად თავისუფლად არსებობის უფლება აქვთ და თავისი რწმენის აღიარებაში მათ ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. შეგახსენებთ, რომ ასეთი დადგენილების მიზეზი რუსეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, იეჰოველები ექსტრემისტებად გამოცხადდნენ და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედება აეკრძალათ. რელიგიური ორგანიზაცია განაჩენს არ შეეგუა და ბრძოლა ევროსასამართლოში განაგრძო, სადაც სასურველ შედეგს მაინც მიაღწია. შეგახსენებთ, რომ „იეჰოვას მოწმეები“ საერთაშორისო ორგანიზაციაა და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მიმდევარი ყავს.