LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში იმიტირებული ქართული ღვინოები ონლაინ-გაყიდვიდან ამოღებულია

142

რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთერთი მსხვილი კომპანიააგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

ამაზე სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრისსაქპატენტისერთობლივად მუშაობდა. ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარასა“ და„ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

 2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიააგორა“ (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინისდაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარადაქინძმარაული“ – იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინისრეალიზაციას ახდენდა. კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნაХВАНЧМАРАУЛИ“.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელსსაქპატენტის“ მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებიხვანჭკარადაქინძმარაული.” ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g