რუსეთში „ინსტაგრამი“ დაბლოკილია.
სოციალურ ქსელზე წვდომა მომხმარებლებს 14 მარტის, 00:00 საათიდან აღარ შეუძლიათ.
“ინსტაგრამის“ დაბლოკვის გადაწყვეტილება „კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ, “როსკომნადზორმა” მიიღო.
უწყება აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პირების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდება ხდებოდა.