რუსული მედიის ცნობით, გუშინ, 8 იანვარს, კიროვის ოლქში, უფას ისტორიულ ცენტრში ორსართულიანი ბარაკი დაიწვა. დამწვარ შენობაში ორი ადამიანის სხეულის ფრაგმენტი იპოვეს.
რუსეთის საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილის მუხლით აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა გარდა, დაზარალდა ხანდაზმული ქალიც, რომელმაც დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილთა ცხედრების ფრაგმენტების ასაკი და სქესი ამ დროისთვის უცნობია.