LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში LADA რობოტად აქციეს

73

რუსეთში LADA ნამდვილ ტრანსფორმერად გადააქციეს. ავტომობილის გადაკეთება თავის თავზე კასკადიორმა გენადი კოჩერგმა აიღო, დახმარებას კი ვაჟი, სერგეი უწევდა.

ავტომობილი საზოგადოებამ უკვე იხილა, ის შოუ ტრიუკების მონაწილე გახდა. ტრანსფორმერის ბაზა სამამულო ავტომობილი, ВАЗ-2110 გახდა. შემქმნელებმა თავიანთ ნაშრომს ოპტიმუს გენადის ძე პრაიმი უწოდეს. ავტომობილს შეუძლია მოძრაობისას ერთ წუთზე ნაკლებ დროში რობოტად გადაიქცეს. რუსის ქმნილებას ორი ტყვიამფრქვევი აქვს და რამდენიმე ტრიუკის შესრულებაც შეუძლია. მანამ, სანამ ტრანსფორმერს შექმნიდა, გენადი კოჩერგი სინგაპურში იმყოფებოდა. დასასვენებლად ყოფნისას კასკადიორმა სათამაშო ავტომობილი იყიდა, რომელიც მისთვის მუზა გახდა. კასკადიორი გენადი აპირებს კიდევ ორი ტრანსფორმერი იმავე სქემით ააწყოს.

https://vistanews.ru/auto/143619

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები