LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ

308
მამუკა მამულაშვილი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში არსებული „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს.

როგორც რუსული მედია წერს, გამოძიების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდინეს.

მამულაშვილმა კი საჯაროდ განაცხადა მისი განზრახვის შესახებ, რომ განაგრძოს რუსი სამხედრო პერსონალის წამება და ხოცვა.

„მამულაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ოპერატიული ბრიგადის წარმომადგენლების შემდგომი წამებისა და მკვლელობის განზრახვების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, გამომძიებლებს დაევალათ, დაადგინონ დანაშაულის ჩადენის გარემოებები და ყველამ მონაწილე პირს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკოსრონ.

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოძიების დაწყება, სავარაუდოდ, მამუკა მამულაშვილის მიერ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაკეთებულ კომენტარს ეფუძნება, რომელშიც მან განაცხადა, რომ ბუჩაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რუს ჯარისკაცებს ტყვეებად აღარ აიყვანდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები