LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მხოლოდ დათვები ივლიან – უკრაინა რუსეთში გამგზავრებაზე ახალ შეზღუდვებს აანონსებს

113

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადიმერ ომელიანმა რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებაზე ახალი შეზღუდვები დააანონსა. საუბარია სარკინიგზო გადაადგილებაზე შეზღუდვაზე.

„დღეს ხელი მოვაწერე ერთ ისტორიულ დოკუმენტს. მოსკოვში ამიერიდან მხოლოდ დათვები ივლიან, როგორც ძველ დროს ხდებოდა,“ – დაწერა მინისტრმა სოციალურ მედიაში.

რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ და მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g