LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ნაყიდ ნედლეულს შეიტანენ თავის ქვეყანაში, შემდეგ სხვა შტრიხკოდს მიაკრავენ, შეფუთავენ და ჩვენთან შემოვა 50%-თ უფრო ძვირად – ჭყონია საკვების გაძვირებაზე

369
ipiccy_image

„ალბათ, პანდემია მოგვენატრება, ისეთი ფასები იქნება საკვებზე“, – ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ ისაუბრა.

ჭყონია ფასების მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს. „ვფიქრობ, FAO-ს ანგარიშში უფრო ნაკლები რიცხვია ნაჩვენები, ვიდრე ჩვენთან დადგება; მხოლოდ 22%-იანი ზრდა თუ გვექნება, ეს იქნება იდეალური, მაგრამ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მიჭირს, რადგან ჩვენი ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული; ადგილობრივი წარმოება რაც გვაქვს, მისი დიდი წილიც უჭირავს იმპორტირებულ ნედლეულს, მათ შორის გაზსა და ელექტროენერგიას. ასევე ნავთობის ფასი, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება, ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება ლოგისტიკა“, – ამბობს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ფასების მატების კიდევ ერთ, სავარაუდო ვერსიას განიხილავს. „აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომ არიან ქვეყნები, ვისაც არ აქვს შეწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და ამით ისარგებლებენ, ანუ იქ ნაყიდ ნედლეულს შეიტანენ თავის ქვეყანაში, შემდეგ სხვა შტრიხკოდს მიაკრავენ, შეფუთავენ და ჩვენთან შემოვა 50%-ით უფრო ძვირად”, – თქვა ივა ჭყონიამ „საქმიან დილაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები