რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანნიკოვას სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. რუსულ დამოუკიდებელ მედიასთან საუბრისას, ოვსიანნიკოვას ადვოკატმა დმიტრი ზახვატოვმა განაცხადა, რომ მათთვის უცნობია, თუ რას ეძებდნენ სამართალდამცველები.
ზახვატოვის თქმით, სამართალდამცველები არ დაელოდნენ მის მისვლას და ოვსიანნიკოვას სახლში შეიჭრნენ. ჩხრეკა კი სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლით მიმდინარეობს.
„მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სოფისკაიას სანაპიროზე მის პიკეტს უკავშირდება. 15 ივლისს მან ერთკაციანი პიკეტი გამართა ბანერით: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“ ქალი საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.
მარინა ოვსიანიკოვა, „პირველ არხზე“ რედაქტორად მუშაობდა , 14 მარტს, საღამოს ამბებში, პირდაპირ ეთერში გავიდა პოსტერით „შეაჩერე ომი“. ერთი დღით ადრე მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ომის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებდა, ამის გამო ოვსიანიკოვა პოლიციამ მარტში დააკავა, კარგა ხანს არ აძლევდნენ დაკავშირების საშუალებას არ აძლევდნენ. მეორე დღეს სასამართლომ ვიდეოს გამო დააჯარიმა, ოქმი კი პირდაპირ აქციის გამო პოლიციას დაუბრუნდა.