რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.
ამის შესახებ სააგენტო ”ტასს” რუსეთის ცესკო-ს მდივანმა, მაია გრიშინამ, განუცხადა.
დღეს დილით რუსეთის შრომის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 2018 წელს 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთში ოთხი არასამუშაო დღე იქნება – 8-დან 11 მარტამდე.
„შეგვიძლია, ოფიციალურად დავადასტუროთ, რომ არჩევნები 18 მარტს გაიმართება,” – განაცხადა გრიშინამ.
რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებს ფედერაციის საბჭო ნიშნავს.