LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი არ შეფერხებულა – სურსათის ეროვნული სააგენტო

63
b7c4317980b188da4eb2ec84e867c687

ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებით, დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი.

„აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g