ნაწილების დეფიციტის გამო, რუსეთში ტანკების ერთადერთმა მწარმოებელმა Уралвагонзавод-მა წარმოება შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, უცხოური წარმოების კომპონენტების არარსებობის გამო, კორპორაციის Уралзавод-სა და ჩელიაბინსკის ტრაქტორების ქარხნის საწარმოების მუშაობა შეჩერებულია. ეს კომპანიები სპეციალიზებული არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში”,- იუწყება უკრაინული მედია.
მათვე ცნობით, ოკუპანტები ახლა განიცდიან დაზიანებული იარაღისა და აღჭურვილობის შეკეთების და აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობას.