LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ტაქსაობას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ

2322

მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად მიიღო და ის ძალაში 2019 წლიდან შევა. ტაქსის მართვას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ და სამსახურის მისაღებად რუსეთის მოქალაქეობა აუცილებელი გახდება. შეზღუდვები დაუწესდებათ ასევე რუსებსაც და ტაქსისტად მუშაობისთვის მათ სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ. ეს ნებართვა კი 5 წელზე მეტი ვადით აღარ გაიცემა.

ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ტაქსში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს მოთავსებული. ხოლო, რაც შეეხება ტაქსის ფერს, მოდელს ან სხვა მსგავს დეტალს, ამ ყველაფერს კანონი ჯერ-ჯერობით არ არეგულირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g