LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ზიკას ვირუსი დაფიქსირდა

95

რუსეთში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც მოსკოვში დომინიკის რესპუბლიკიდან ჩავიდა. პირველი სიმპტომები მას რუსეთში ჩასვლისთანავე გამოავლინდა.

ამჟამად დაავადებული ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ოჯახის წევრებს კი ექიმები აკვირდებიან, თუმცა მათ ვირუსის ნიშნები არ გამოვლენიათ. შეამოწმეს თვითმფრინავიც, რომლითაც ქალმა მოსკოვამდე იმგზავრა. ექიმები ამბობენ, რომ სხვა მგზავრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g