რუსეთთან მოკავშირეობა ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელსაც მდგრადი საფუძველი და ღრმა ფესვები აქვს, – ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე. წ. შეთანხმებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„აღნიშნული შეთანხმება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოკავშირის სტატუსი ასევე აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და პერსპექტივებს ქმნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა მან.