LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ტოლსტოიმ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა „მახინჯი გნომები“ არიან. ეს არის დიალოგი? – უკრაინელი დეპუტატი

97
უკრაინელი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს განცხადება ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღიარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა.

რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული მხარე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს

„დონეცკში, უკრაინის დონეცკში, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, დაგეგმილია ფორუმი „რუსული დონბასი“. ისინი აწყობენ ფორუმს „რუსულ დონბასს“ უკრაინის დონეცკში. რა იქნება შემდეგი? რუსული ბაქო? რუსული თბილისი? რუსული ვილნიუსი? რუსული ვარშავა? თუ იქნებ რუსული სტრასბურგი? ეს არის დიალოგი?

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა პიოტრ ტოლსტოიმ გუშინ მედიას განუცხადა, რომ უკრაინა არის „ფეიკ სახელმწიფო“ – ეს არის დიალოგი? მანამდე კი მან განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა „მახინჯი გნომები“ არიან. ეს არის დიალოგი?“. – აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც ევროსაბჭოს ღირებულებებს პატივს არ სცემენ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

„ჩვენ უნდა დავსაჯოთ ისინი, ვინც ღირებულებების: ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის აბსოლუტური წინააღმდეგები არიან და დღეს, 47 ქვეყნიდან ამ ღირებულებებს მხოლოდ ერთი ქვეყანა აფურთხებს და ჩემ და სხვების სამწუხაროდ, ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა“.-  განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g