LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან უნდა იყოს მიტანილი გზავნილი, რომ არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება – სალომე ზურაბიშვილი

82
50143754_3825526547464827_1414775773629251584_o

საქართველოს მხრიდან გრძელდება შარშან დაწყებული პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობების გაძლიერებას გულისხმობს, მაგრამ ამ კონფლიქტისა და რეალობის დიდი ხნით გაგრძელება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გერმანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად.სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთთან მიტანილი უნდა იყოს გზავნილი, რომ არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება.მისი თქმით, აღნიშნულის მიღწევა მხოლოდ საქართველოს არ შეუძლია და საჭიროა პარტნიორების დახმარება.

„ეს კონფლიქტი და მისი გაგრძელება მიუღებელია, ამ რეალობის გაგრძელება ძალიან მძიმეა საქართველოსთვის. ამიტომ ვახსენეთ საუბრის დროს საქართველოს მოწოდება პარტნიორებისთვის და ეს ეხება გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს, ამერიკას, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკურ დონეზე ავწიოთ ფორმატი, რუსეთთან უნდა იყოს მიტანილი გზავნილი, რომ ეს რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან, რუსეთთან თავიანთი ურთიერთობა ამ კუთხით გააქტიურონ.

ჩვენი მხრიდან გრძელდება პოლიტიკა, რომელიც შარშან დაიწყო, რომ გავაძლიეროთ ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, არ დავკარგოთ კავშირები, მაგრამ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი. გრძელვადიანი პოლიტიკა ნიშნავს, რომ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g