რუსი ბლოგერი იულია აკიმენკო აფხაზეთში მოგზაურობაზე ახალ ვიდეოს “იუთუბზე” აქვეყნებს და ცდილობს, დაარწმუნოს მნახველები, რომ იქ მოგზაურობა აბსოლუტურად უსაფრთხოა და ტურისტებისთვის ეს ერთ-ერთი მშვიდი ადგილია.
“იუთუბზე” ამ ვიდეოს ქართველების აღშფოთებული გამოხმაურება მოჰყვა, სადაც წერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა და წამყვანს უნდა რცხვენოდეს, რომ მას დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენიებს.