უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი დედები უკრაინაში იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში ერთად დაკარგეს. მისი განმარტებით, თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, გადარჩენის შანსს მიიღებს.
„მივმართავ რუს წვევამდელებს, ასევე სხვა რუს ჯარისკაცებსაც: დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.