უკრაინის ქალაქებში რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ, – ამის შესახებ Reuters უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა დმიტრო კულებას მიერ ლონდონში გაკეთებულ განცხადებას ციტირებს და აქვე დასძენს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც დამოუკიდებლად გადაამოწმეს ბრალდება.
„როცა ქალაქები იბომბება, როცა ჯარისკაცები აუპატიურებენ ქალებს ოკუპირებულ ქალაქებში – და ჩვენ უამრავი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ.
რთულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ცივილიზაციის ერთადერთი ინსტრუმენტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ომის შემოქმედები სამართლიანად დაისჯებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.