უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“. როგორც ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, „განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი უბრალოდ, სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს“.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში ღრმა ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები და ბომბებია. მაგრამ მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ? აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები – შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? იქნება მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, ეს არის თქვენი ომი ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.