LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს

124
დიმიტრი გუდკოვი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გუდკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი წერს, მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები დიპლომატებთან და აქტივისტებთან.

„კიევიდან თბილისში ჩავფრინდი. სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი კიევში დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს, ოფიციალური მოწვევით მოვედი. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა-განმარტებები არ არის, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობა. ყველას ესმის, მაგრამ…“, – წერს გუდკოვი.

გუდკოვის თქმით, გადახდილი ჰქონდა როგორც სასტუმროს, ისე უკან გასამგზავრებელი ბილეთის საფასური.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ აქედან ლიუბოვ სობოლიც დაადეპორტეს, არ შემოუშვეს. მეგობრებო, უცნაური რაღაცები ხდება საქართველოში”, – ამბობს გუდკოვი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g