ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ფინანსურ სექტორს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და საბანკო სექტორის სამი მეოთხედი მოწყვეტილია ფინანსურ ბაზრებს.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რუსი სამხედროები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ჩიპებს ხსნიან აღჭურვილობის შესაკეთებლად. მისი თქმით, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს პუტინის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და ნგრევის გამო უწევს.
„ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ევროპა უკრაინის მხარეს დადგა იარაღით, ფულით, ლტოლვილების დახმარებითა და მსოფლიოში ყველაზე დიდი სანქციებით. თითქმის 1 000-მა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი, ავტომობილების წარმოება 75 პროცენტით დაეცა.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავები მიწაზეა, რადგან არ არის სათადარიგო ნაწილები. რუსი სამხედროები ახლა იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად, რადგან ისინი თვითონ არ ამზადებენ მათ. სწორედ კრემლმა დააყენა ეკონომიკა განადგურების გზაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ და არ ვეცდებით ვინმეს დაკმაყოფილებას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.