LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მანსურ პეტრემღვდლიშვილი გაათავისუფლეს

79

საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან გატაცებული გაათავისუფლა. ორი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებულმა მანსურ პეტრემღვდლიშვილმა უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახმა ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაიხადა. მანსურ პეტრემღვდლიშვილი საქართველოს სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

როგორც გათავისუფლებულმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავებისას ე.წ. საოკუპაციო საზღვართან მიახლოებულიც კი არ ყოფილა

შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ პეტრემღვდლიშვილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

მწყემსი სოფელ ახალუბნიდან 17 ივნისს გაიტაცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g