LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ტურისტის ბოდიში საქართველოს: „ძალიან მტკივა, რომ რუსეთი, რომლის მოქალაქეც ვარ, ასე ჩაგრავს ზღაპრულ ქვეყანას ჩემი ბავშვობიდან…“

464
ilia-osipovi-news

ქართველების მიერ შექმნილ ჯგუფში Spend your summer in GEORGIA უამრავი უცხოელი წერს საკუთარი შთაბეჭდილებებისა და სურვილების შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი არის ილია ოსიპოვი, რომლის სტატუსმა და გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჯგუფში.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„საქართველო ჩემი უსაყვარლესი ქვეყანაა, ჩემი ბავშვობის ქვეყყანა. ჩემს საბჭოთა ბავშვობაში მე და ჩემი ინჟინერი შობლები საქართველოში ყოველ წელს მივემგზავრებოდით. ბათუმი, სოხუმი, შავი ზღვა – ეს ჩემი ბავშვობის მოგონებებია. მახსოვს ბათუმის ბაზარი, უდიდესი პომიდვრები, კვიპაროსები, მაგნოლიები და ახალი ათონის მღვიმე.

ერთხელ სტუმრად ვიყავით მოქანდაკესთან, მის სახელოსნოში, მოხუცი ინტელიგენტური შესახედაობის ადამიანი ჩემს მშობლებს საკუთარ ნამუშევრებს აჩვენებდა, მე კი, შვიდი წლის ვიყავი და ვუყურებდი. მამა სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი იყო და მასთან საერთო მალე გამონახა. ეს მოქანდაკე ჩემს მშობლებს შემდეგ ღვინით გაუმასპინძლდა.

რატომღაც არ მახსოვს ხმები, მხოლოდ სურათები. ბავშვობის სურათები.

ახლა ოჯახთან ერთად სან ფრანცისკოში ვცხოვრობ, კალიფორნიაში, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ ვრჩები. მე გამომგონებელი და მეცნიერი ვარ, ვფლობ სხვადასხვა პატენტს გამოგონებებზე და წარმატებულ სტარტაპებს.

ძალიან მტკივა, რომ ქვეყანა, რომლის მოქალაქეც გახლავართ, ასე ჩაგრავს ქვეყანას ზღაპრიდან და ჩემი ბავშვობიდან.

ბოდიშს გიხდით…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g