LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ტყვე: პუტინს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინას სამ დღეში ჩაიგდებდა ხელში

221
1

“რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინას სამ დღეში ჩაიგდებდა ხელში”, – ამის შესახებ რუსი სამხედრო ტყვე საუბრობს, რომლის ვიდეომიმართვასაც უკრაინული მედია ავრცელებს.

ჯარისკაცის განცხადებით, უკრაინულ მხარეს ის ნებაყოფლობით ჩაბარდა და უკრაინელებისგან სამედიცინო დახმარებაც მიიღო.

“ჩვენ გვითხრეს მარშრუტი, რომლითაც უნდა გაგვევლო. სამი დღის განმავლობაში მივიღეთ მხოლოდ ამ დროისთვის საკმარისი წყალი და საკვები. სამ დღეში ბანაკში უნდა დავბრუნებულიყავით”, – განაცხადა მან.

რუსი სამხედრო ამბობს, რომ მათ ხელმძღვანელებმა სამხედროებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს, ოჯახთან კი დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ტყვე აღნიშნავ, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

სამხედროს თქმით, ომის მეორე დღეს მისი საბრძოლო მანქანა გაუფუჭდა. რუსული ჯარის კოლონამ კი გაიარა და დახმარებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ კი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიულ დაცვას ჩაჰბარდნენ.

ვიდეომიმართვაში მან მოუწოდა რუსებს, შეწყვიტონ ომი, გააპროტესტონ ეს ქმედებები და რუსულ პროპაგანდას არ დაუჯერონ. მან რუს სამხედროებს დანებება ურჩია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები