საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებას მოითხოვენ და შესაბამისი განცხადებით ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართავენ.
საამისოდ მათ პეტიციაც შეიმუშავეს, სადაც ავტორები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ – რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მისი კოლეგებისა და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წარმომადგენლების გარდა, ყურადღება რუსეთში პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის გამო გასამართლებული, რამდენიმე ასეული ადამიანის საქმეებს მიაქციონ.
სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადაცველები წერენ, რომ რუსეთის სახელმწიფო აპარატი ტოტალური რეპრესიებისკენ გადაიხარა და გამოყენებული მეთოდებით სტალინის ეპოქას სულ უფრო ემსგავსება. პეტიციაში აღნიშნულია, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობას სწრაფი და ცალსახა რეაქცია არ ექნება, ამან რუსეთის ხელისუფლებას შესაძლოა, გზა ტოტალური ტერორისკენ გაუხსნას.