რუსკა მაყაშვილი „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ ესტუმრა და ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, რთულ პერიოდზე, რომელიც მისი ოჯახის ბულინგს უკავშირდება.
რუსკა ამბობს, რომ საკუთარ პრობლემებს არავის ახვევს თავს:
მივხვდი, რომ მეც არ მაქვს სხვისი პრობლემების ნერვები და არც სხვებს – ჩემი. მირჩევნია, ჩემით ვეჭიდავო…
როდესაც დედას, თამარ მაყაშვილს ჰქონდა რთული პერიოდი და პირდაპირ ეთერში იხუმრა, მერე კი მის მიმართ ბულინგი წამოვიდა, შვილები როგორ აღიქვამდით ამას?
გული ეტკინა კი არა, დედაჩემი კინაღამ მოკვდა იმ პერიოდში… ყველაფერი დალაგდა მერე, მაგრამ ქალმა უბრალოდ იხუმრა. ამ ქვეყანაში ხუმრობაც აღარ შეიძლება. ეს აგორებული თემა იყო. თამრიკო კინაღამ მოგვიკვდა და გავაცოცხლეთ. ერთ წამში ვთელავთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდში დგომაც ვიცით, გათელვაში ბადალი არ გვაქვს. ჩემზე ჭორების აგორებაც… ეს თუ აბედნიერებთ, კი ბატონო…
ახლახან რუსკა მაყაშვილი ქმარს გაშორდა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად შვილებთან ერთად. პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთება მსახიობს არ უნდა, თუმცა „ვიზიტორის“ წამყვანმა, გიგა ბატკუაშვილმა მას ჰკითხა, თუ უფიქრია იმაზე, რამდენად რთული მეორე ნახევარია.
როგორ ფიქრობ, ისე რთულია რუსკა მაყაშვილის მეუღლეობა?
გონზე არ ვარ. ამაზე არ გვისაუბრია. ეს ტაბუდადებული თემაა. არ ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე. ვისთვის სირთულეა, ვისთვის – არა, გააჩნია ადამიანს…
ვიდეო: „ახალ სახლში მარტო მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ…“ – რუსკა მაყაშვილი ქმარს გაშორდა?