„რუსთავი 2“ მეგაშოუ „X ფაქტორის“ მორიგი სეზონისთვის ემზადება. ინტერნეტსივრცეში მისი ერთ-ერთი წამყვანი, რუსკა მაყაშვილი მუსიკალურად და ხმაურიანად შემოიჭრა და სხვადასხვა ცნობილ სიმღერაზე, სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილმა, ერთგვარი პერფორმანსები შემოგვთავაზა, რითაც მსურველებს კონკურსის კასტინგზე იწვევს.
რუსკას სხვადასხვა ნომერი დიდ მოწონებას იმსახურებს ინტერნეტმომხმარებლებს შორის და აშკარად სიგნალია მაყურებლისთვის, რომ შოუ სანახაობრივი და ძალიან საინტერესო იქნება.
„ფორტუნა“ ერთ-ერთ შესრულებას გთავაზობთ, სადაც რუსკამ კანიეი უესტის სიმღერაზე ხმის აყოლება სცადა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური კონკურსისთვის შერჩევა თითქმის დასრულებულია. ვნახოთ, ამჯერად როგორ შემსრულებლებს გაუხსნის გზას სცენისკენ „X ფაქტორი“.