LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ გააუპატიურებდნენ იმ დონემდე, რომ სექსუალურ კონტაქტს არც ერთ მამაკაცთან არ მოისურვებდნენ, ყვირიან „ეს მოხდება ყველა ნაცისტ მეძავთან“ – რას ჰყვება უკრაინის ომბუდსმენი

706
მოძალადე ოკუპანტები

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ უცხოურ მედიას ბუჩაში მასობრივი გაუპატიურების შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებს სარდაფში 14-დან 24 წლამდე ასაკის 25-მდე გოგონა ჰყავდათ, რეგულარულად აწამებდნენ და სექსუალურად ძალადობდნენ. როგორც უკრაინის სახალხო დამცველმა აღნიშნა, ბევრი მათგანი ახლა ორსულადაა.

„ბუჩაში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ოკუპაციის დროს სისტემატურად გააუპატიურეს 14-დან 24 წლამდე ასაკის 25 გოგონა და ქალი. მათგან ცხრა ორსულადაა“, – თქვა მან.

რუსმა ჯარისკაცებმა მათ უთხრეს, რომ გააუპატიურებდნენ  იმ დონემდე, რომ სექსუალურ კონტაქტს არცერთ მამაკაცთან არ მოისურვებდნენ, რათა თავიდან აიცილონ უკრაინელი ბავშვები“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ისინი რამდენიმე ზარს მხარდაჭერის ხაზებზე იღებენ, ასევე ინფორმაციას „ტელეგრამის“ შეტყობინებების აპლიკაციის არხებით იღებენ.

„25 წლის ქალმა დარეკა და გვითხრა, რომ მისი 16 წლის და, ქუჩაში, მის წინ გააუპატიურეს. მან თქვა, რომ ისინი ყვირიან „ეს მოხდება ყველა ნაცისტ მეძავთან“, როგორც მათ გააუპატიურეს მისი და“, – განაცხადა დენისოვამ.

დასმულ კითხვაზე კი, შესაძლებელი იყო თუ არა ოკუპაციის დროს რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების მასშტაბის შეფასება, უკრაინის სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ ამჟამად შეუძლებელია, რადგან ბევრს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

„მათი უმრავლესობა ამჟამად ფსიქოლოგიურ დახმარებას ითხოვს, ამიტომ ჩვენ ვერ ჩავწერთ მათ როგორც დანაშაულს, თუ არ მოგვცემენ ჩვენებას“, – თქვა  დენისოვამ და დასძინა, რომ უკრაინას სურს, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი გაეროს მიერ, რომელიც ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულების, მათ შორის გაუპატიურების ბრალდებებისთვის პირადად გაასამართლებს.

უკრაინა სხვა ქვეყნების მიერ გენოციდის აღიარებას ითხოვს – რადაში დადგენილება დარეგისტრირდა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები