უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუს სამხედროებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება.
„რუსმა ნაძირალებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ვიღაც ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული ინფორმაციით, გუშინ რუსებმა გვირაბზე შტურმი დაიწყეს“, – განაცხადა გერაშენკომ.