LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტომობილს, რომელშიც ბავშვები ისხდნენ: სერგეი გაიდაი

154
21321

ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკიდან ლუგანსკის ოლქისკენ მიმავალ საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მისივე განმარტებით, ავტომობილში 10 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი იმყოფებოდა.

გაიდაის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები აშინებენ სევეროდონეცკის მცხოვრებლებს, ანადგურებენ სახლებს. მისივე განმარტებით, ქალაქის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება.

„საპატრულო პოლიციამ შეძლო 10 ადამიანის გამოყვანა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადამიანები ახლა უსაფრთხო ადგილას არიან“, – აცხადებს გუბერნატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g