LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე 2 სარაკეტო იერიში მიიტანეს

135
სარაკეტო თავდასხმა

უკრაინული პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის 2 დაჭრილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა თავად ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა.

რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება კრამატორსკის საქალაქო საბჭოც. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.