უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ქალაქი ჩუგუევი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
„16 ივლისს, 03:20 საათზე, ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.