რუსულმა ჯარებმა კიევის ოლქში ვორზელის დასახლება დაბომბეს. სავარაუდოდ, საარტილერიო სარაკეტო დანადგარიდან – „გრადიდან“ ნასროლი ბომბები ბავშვთა სახლს მოხვდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროისთვის 50 ბავშვი და პერსონალი სხვა შენობაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე არ არის არც ბომბსაცავი და არც სარდაფები, ამიტომ ევაკუაციის პროცესში პროკურატურა ჩაერთო.