LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს – რა განცხადებას ავრცელებს ქალაქის მერი

168
BeFunky-collage (2)

უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი, რომლისთვისაც ბოლო კვირებში მიმდინარეობდა ბრძოლა. ამის შესახებ ქალაქის მერი, ალექსანდერ სტრიუკი ავრცელებს ინფორმაციას.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ.

„ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია. სხვა მხრივ კი ქალაქი ისეთი განადგურებულია, რომ გულწრფელად, რომ ვთქვათ, ადამიანებს გაუჭირდებათ ამ ვითარებასთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს“,- განაცხადა სტრიუკმა.

მისივე განმარტებით, მოსახლეობას ოკუპირებული სევეროდონეცკის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით შეუძლიათ.

„თუ იქნება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ამას ხელს შევუწყობთ, მაგრამ ფაქტობრივად ასეთ შესაძლებლობა არ არსებობს“,- განაცხადა სტრიუკმა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ცნობა, რომ ქალაქი აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები