LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა სკოლა-ინტერნატი დაბომბეს

72
BeFunky-collage

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ.

როგორც ოლქის გუბერნატორი აღნიშნავს, საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.

ამასთან, გაიდაი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამასთან, მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.

თავდასხმის შედეგად ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. რუბეჟნოეში – სამი მაღალსართულიანი შენობა, ლისიჩანსკში – ორი. სევეროდონეცკში – სასტუმროს შენობა და ერთი მაღალსართულიანი შენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g