რუსულმა სამხედრო ტექნიკამ კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვია.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.
Unian-ის ინფორმციით, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალებმა ოლქის საზღვარი სვილჩას საგუშაგოდან გადაკვეთეს.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებს უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბრძოლა მოუწიათ.
“აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სიტუაციიდან გამომდინარე, გადანაწილებულია სარეზერვო პოზიციებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით მოქმედებენ”, – წერს უკრაინული მედიასაშუალება.
ბოლო ცნობები უკრაინიდან:
ოდესაში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზარალდა სამხედრო ნაწილები: უკრაინული მედია
რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს: UNIAN
უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია: რუსეთის თავდაცვა