ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ქუთაისის მკვიდრი ა.ნ. დააკავეს.
ე.წ. აფხაზური მილიცია მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. დაკავებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.