„რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივად არსებულ მდგომარეობაზე და მათი გაუმჯობესების მოწოდებას ეთანხმება,“ – ამის ადგილობრივი მედია წერს.
სააგენტო Tacc.ru წერს, რომ კრემლის პრესსამსახური „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წერილზე კომენტარს აკეთებს, რომელიც პარტიამ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში დახმარების თხოვნით მისწერა.
„ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას არსებულ ორმხრივ კავშირთან დაკავშირებით და ამ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას. რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების მხარდაჭერისთვის. როგორც ცნობილია, ჩვენ მათი გაწყვეტის ინიციატორები არ ვყოფილვართ,“ – განუცხადეს სააგენტოს კრემლის პრესსამსახურში.
"პატრიოტთა ალიანსმა" ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა
წერილი ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა
კრემლში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას პრეზიდენტისადმი აშკარა დადასტურება უწოდეს იმისა, რომ „რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები, რომლებსაც ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა სურთ.“
როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის ფორმატში და ორმხრივ დონეზე, კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის გამოყენებით.
„ამის დამსახურებით მიღწეულია ზოგიერთი შედეგი სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში,“ – განაცხადეს კრემლში.
სააგენტოს „პატრიოტთა ალიანსის“ წერილიც აქვს გამოქვეყნებული, სადაც პარტია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.
