LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველებს მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალიდან 2 კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ მოემსახურება

87
147182785-2856474584592782-1863200840845014856-o

ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა.
ახალი ავტობუსების პრეზენტაცია რუსთავში დღეს გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.
ევრო 5-ის სტანდარტის, გარემოსთვის უსაფრთხო, შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, 60 ათასი რუსთაველი მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს.
22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს, 8 თებერვლიდან მოემსახურება. დამატებით კიდევ 18 ავტობუსი, კი რუსთავში უახლოეს მომავალში შემოვა.
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველებს მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალიდან ორი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ მოემსახურება.
განახლებული ავტოტრანსპორტის პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
რუსთავისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 18.7 მილიონი ევრო გამოიყო.
ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის, საქართველოს ექვსი ქალაქი – რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი შეირჩა.
175 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის, პროგრამით 40 ავტობუსი იქნა გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g