პატრიოტთა ალიანსის მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ქალაქის ცენტრში 1000-მდე აქტივისტი ვარდების მოდნიდან პარლამენტისკენ მიემართება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და პოლიცია.
ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სოციალურად დაუცველების დახმარება – ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი უკვე დიდი ხანია აჟღერებს. ამ მოთხოვნებით, პარლამენტის წინ 17 ადამიანი შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მოშიმშილეები არ მოინახულეს ქართული ოცნების დეპუტებმა“, – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთერთმა ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ინაშვილის თქმით, ის რომ ხელისუფლება იყოს და ფანჯრიდან უყურებდეს ამდენი ადამიანის შიმშილობას, აუცილებლად ხალხის მხრიდან გასაკილი იქნებოდა.
მისივე განცხადებით, 17 სექტემბრიდან მოყოლებული, პარლამენტის წინ 17 ადამიანი შიმშილობს. აქედან ერთი კვირაა 5 ადამიანი გადაბმულად შიმშილობს.
ინაშვილის ინფორმაციით, 17 სექტემბრიდან შიმშილობის აქციას მჯდომარე აქციაც უერთდება.