LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩის გავლით პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა

166
აქციები რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა.

„ყველგან „მილიცია“, არასად სამართალი!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოს საპოლიციო კორდონია. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც ასევე, პოლიციის კორდონია განლაგებული.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული. დაკავებულთა შორისაა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ფოტო აქციიდან: ინტერპრესნიუსი, რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g