რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, უცნობმა პირებმა განსაკუთრებით ჟურნალისტზე იძალადეს.
„ეს ნიღბიანი ბიჭები მეტროში სცემდნენ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე მოდიოდნენ. შემდეგ ამოვიდნენ და იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ ყველას მიმართ.
სამართალდამცავებმა წაიყვანეს, მაგრამ არ ვიცით, სად წაიყვანეს, დააკავეს თუ არა. ჩვენები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ დგომისთვისაც გვიჭერენ. აქციის მონაწილეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტზე იძალადეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.